საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაგისტრანტობის და დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ (2021-2022)

გაცნობებთ, რომ შექნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით მაგისტრანტობის და დოქტორანტობის კანდიდატთა წარმოსადგენი დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს დისტანციურად, ელექტრონული ფორმით (შესაბამისი ფაკულტეტის მითითებულ ელ. ფოსტაზე).


დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენის ვადა განისაზღვრება დამატებით.

 

შეგახსენებთ წარმოსადგენ დოკუმენტაციას:


 

მაგისტრანტობის კანდიდატს მოეთხოვება წარმოადგინოს (25 – 31 აგვისტო):

 განცხადება თსუ რექტორის სახელზე (განცხადებაზე საჭიროა განმცხადებლის მატერიალური ხელმოწერა);
 ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
(ფოტოსურათის CD-ზე მატერიალურად წარმოდგენა მოხდება მოგვიანებით, რის შესახებაც გეცნობებათ დამატებით)
დოკუმენტაციის დისტანციურად, ელექტრონული ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დასკანერებული ვერსია, ხოლო დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენის ეტაპზე შესაბამისი წესით დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2021 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);“.
 პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
 უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
 

გთხოვთ, ელ. ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ კანდიდატის სახელი და გვარი, ასევე თითოეული წარმოსადგენი დოკუმენტის (ფაილის) დასახელება ემთხვეოდეს მის შინაარსს, მაგ: *განცხადება, *ფოტოსურათი, *პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, *უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.
 


დოქტორნატობის კანდიდატს მოეთხოვება წარმოადგინოს (23 – 31 აგვისტო):


 განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე (განცხადებაზე საჭიროა განმცხადებლის მატერიალური ხელმოწერა);
 განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
დოკუმენტაციის დისტანციურად, ელექტრონული ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დასკანერებული ვერსია, ხოლო დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენის ეტაპზე შესაბამისი წესით დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2021 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);“
 ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
 პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
 სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
 სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
 უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე (ფოტოსურათის CD-ზე მატერიალურად წარმოდგენა მოხდება მოგვიანებით, რის შესახებაც გეცნობებათ დამატებით)
 სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

 

გთხოვთ, ელ. ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ კანდიდატის სახელი და გვარი, ასევე თითოეული წარმოსადგენი დოკუმენტის (ფაილის) დასახელება ემთხვეოდეს მის შინაარსს, მაგ: *განცხადება, *ფოტოსურათი, *პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, „უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.

 

 

დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს შემდეგ ელ. ფოსტებზე:

ა) იურიდიული ფაკულტეტი 
მაგისტრატურა: AdmissionMALaw@tsu.ge
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 
მაგისტრატურა: macromol_chemistry_2@tsu.ge; დოქტორანტურა: macromol_chemistry_1@tsu.ge
გ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მაგისტრატურა: ma@hum.tsu.ge, დოქტორანტურა - phd@hum.tsu.ge;
დ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მაგისტრატურა: Social@tsu.ge; დოქტორანტურა: phd.fsps@tsu.ge
ე) ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
მაგისტრატურა: magistratura.pes@tsu.ge; დოქტორანტურა: doqtorantura.pes@tsu.ge
ვ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
მაგისტრატურა: eliso.kvirikashvili@tsu.ge; nino.doxturishvili@tsu.ge,
დოქტორანტურა: lali.chikviladze@tsu.ge
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა
მაგისტრატურა: n.mukhuradze@iset.ge
ზ) მედიცინის ფაკულტეტი 
მაგისტრატურა: tamar.lekashvili@tsu.ge; დოქტორანტურა: ketie.tsomaia@tsu.ge

 

აქვე გაცნობებთ, რომ უცხო ენასა და სპაციალობაში მიღებული შედეგების გასაჩივრება მოხდება დისტანციურად, ელექტრონული ფორმით. შედეგების გასაჩივრების მსურველმა კანდიდატმა საჭიროა თანდართული გასაჩივრების ფორმის (სპეციალობის გამოცდის შედეგების გასაჩივრება, უცხო ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება) შევსების და მატერიალურად ხელმოწერის შემდგომ გადააგზავნოს თსუ-ს კანცელარიის ელ. ფოსტაზე - chancellery@tsu.ge

 

თარიღი: 23/08/2021